Green Homes & Mortgages: A toolkit for residential investors and developers (GE)

სერტიფიცირების სანდო და ხარჯეფექტური პროგრამის დანერგვით საშუალებას აძლევს ინვესტორებს და დეველოპერებს მოახდინონ თავიანთი სამშენებლო პროექტების ხარისხის და ეკოლოგიური მაჩვენებლების დიფერენცირება, მომხმარებლების ინფორმირებასთან ერთად ფინანსური და სხვა სარგებლების შესახებ. ფინანსურ ინსტიტუტებს – სერტიფიცირებულ მწვანე სახლებთან დაკავშირებული მწვანე იპოთეკური კრედიტების გაცემით – შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ იპოთეკური კრედიტების დეფოლტის რისკი და აამაღლონ იმ სახლების აქტივების შეფასება, რომლებსაც ისინი აფინანსებენ, და შესაბამისად, შეუძლიათ შესთავაზონ უფრო იაფი დაფინანსება. დაფინანსების ხარჯების შემცირება მყიდველს ანიჭებს მეტ მსყიდველობით უნარიანობას მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებაში ინვესტირებისთვის, რადგანაც მწვანე დაკრედიტება ზუსტად აფასებს ენერგიაზე, რემონტზე და სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას მათთვის, ვინც იძენს „მწვანე სახლებს“. „მწვანე დაკრედიტება“ ასევე დაეხმარება საქართველოს ბაზარს უკეთესად შეაფასოს გონივრული სესხის დადებითი ღირებულება მშენებლობის საწყის სტადიაზე სწორი ინვესტირებისათვის.

ეს ინიციატივა ქმნის კონსორციუმს ბანკს, ინვესტორ / დეველოპერს, სახლის მყიდველსა და სერტიფიცირების ორგანოს (ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო და საქართველოს მწვანე შენობების საბჭო) შორის, რათა მოხდეს იმ მწვანე საცხოვრებელი პროექტების სერტიფიცირება, რომლებიც წარმოადგენენ ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანს და ენერგოეფექტურს, საქართველოში საბინაო ბაზარზე არსებულ სტანდარტულ შეთავაზებასთან შედარებით, რაც ქმნის ფინანსურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელს. გაზრდილი ენერგოდანაზოგები და სხვა ფინანსური სარგებლები (როგორიცაა მობინადრეთა გაუმჯობესებული ჯანმრთელობა და ბინის რემონტის შემცირებული ხარჯები) მნიშვნელოვნად ამცირებს იპოთეკური კრედიტის დეფოლტის რისკს, რაც კრედიტორს საშუალებას აძლევს შეამციროს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი მოგების მარჟის შენარჩუნებით. ეს კი ბინის მყიდველს საშუალებას აძლევს მოახდინოს ინვესტირება სტანდარტულ ბინასთან შედარებით უფრო ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ბინაში, ამავდროულად ყოველთვიური საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებით.

პროექტს მხარს უჭერს ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატი (DG Energy). მწვანე სახლების სერთიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი გენერალური დირექტორატისათვის (DG Environment), რომელშიც მოცემულია ნახშირბადის / სასიცოცხლო ციკლის შეფასება და წარმატება წრიული ეკონომიკის მიმართულებით. პროექტი ხორციელდება მწვანე სამშენებლო საბჭოების და ენერგეტიკის ეროვნული სააგენტოების მიერ და რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი აკადემიური ინსტიტუტები, მათ შორის Université Libre de Bruxelles და კოპენჰაგენის ცენტრი ენერგოეფექტურობის შესახებ; გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობა.

ძალზე დროულია იმ ევროპული დირექტივების შესრულების კონტექსტში, რომლებიც მოითხოვენ პროგრესს „თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების“ მიმართულებით, სამშენებლო ნარჩენების მნიშვნელოვან შემცირებას და სამშენებლო მასალების ტოქსიკურობის შემცირებას ყველა ახალი და არსებული საცხოვრებელი შენობებისათვის. ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების ზრდა და ენერგეტიკული ხარჯების ზრდა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ საცხოვრებელ პროექტებს, რომლებიც საჭიროებენ უფრო იაფ და ეკოლოგიურ რესურსებს მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. სერტიფიცირებული „მწვანე სახლების“ შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანით, საცხოვრებელი სახლების ინვესტორებს და დეველოპერებს შეუძლიათ საგრძნობლად დაეხმარონ მშენებლობის და უძრავი ქონების სექტორის სწრაფ და მომგებიან გარდაქმნას დაბალნახშირბად ანი/მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მიერ სერტიფიცირებული“მწვანე სახლების“ პროგრამა, აკავშირებს მშენებლებს და მთლიანად დარგს მნიშვნელოვან გლობალურ ტენდენციებთან, როგორიცაა „სუფთა ნულოვანი ენერგომოხმარების“ შენობები, სამშენებლო ნარჩენების შემცირება, არატოქსიკური მასალების  გამოყენება და ამ მასალების გარემოზე ზემოქმედების შემცირება.

წლის 1 აგვისტოს, ლიცენზირებულია კონსორციუმ „SMARTER Finance for Families, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს და რუმინეთის მწვანე შენობების საბჭოს მიერ, Creative Commons Attribution-Non-Commercial-No Derivatives 4.0. საერთაშორისო ლიცენზიის შესაბამისად.

Download source

Share this

Green Homes & Mortgages: A toolkit for residential investors and developers (GE)

Sectors: Buildings, Finance

Country / Region: Georgia

Tags: , , , ,

In 1 user collection: Green Homes & Green Mortgages: A Toolkit for Residential Investors & Developers

Knowledge Object: Publication / Report

Published by: Energy Efficiency Centre (EEC)

Publishing year: 2020